სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე, მოქალაქეები დილიდან მიდიან

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის.

ასევე დღეს ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო სიონის ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის.

მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება.

„დღეს ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღე შესრულდა. მოგეხსენებათ, მეცხრე დღე, როგორც მეორმოცე დღე განსაკუთრებულია. დღეს არის ავტოკეფალიის აღდგენის დღეც, რომელსაც ილია მეორე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველ წელს პარაკლისს იხდიდა აქ. დღეს აქ შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, შემდეგ კი პანაშვიდი ილია მეორისადმი”,- აღნიშნავს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო.

ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს