ლაშა ჟვანია - დარწმუნებული ვარ, პატრიარქის სიწმინდე და წმინდანობა კიდევ გამოჩნდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ინდივიდუალურად და საზოგადოდაც

დარწმუნებული ვარ, პატრიარქის სიწმინდე და წმინდანობა კიდევ გამოჩნდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ინდივიდუალურად და საზოგადოდაც, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს სიონის ტაძართან განუცხადა.

მისივე თქმით, მრევლის ეს ნაკადი, რაც სიონშია, პატივისცემასთან ერთად არის მისი სიწმინდის და წმინდანობის აღიარება.

„დღეს ჩვენთვის მძიმე მეცხრე დღე აღინიშნება. წმინდა სინოდმა და საპატრიარქო ტახტის დროებითმა მმართველმა მეუფე შიომ ლოცვა აღავლინა. მათთან ერთად ყველამ ვილოცეთ მისი უწმინდესობის სულის ცხონებისთვის, ჩვენ გულწრფელად გვჯერა რომ ცხონებულიც არის და უფრო მეტიც. დარწმუნებული ვარ, მისი სიწმინდე და წმინდანობა კიდევ გამოჩნდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ინდივიდუალურად და საზოგადოდაც. ეს ნაკადი, რაც სიონშია, პატივისცემასთან ერთად არის მისი სიწმინდის და წმინდანობის აღიარება“, - აღნიშნავს ლაშა ჟვანია.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო.ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს