ანონსი  26 მარტი

26 მარტს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

26 მარტს, 13:00 საათზე, პარალამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

26 მარტს, 18:00 საათზე, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი მიქაძის უფლებადამცველები: ზვიად კორძაძე, შორენა ნიქაბაძე და მიხეილ ჭანუკვაძე საქმესთან დაკავშირებით მედიასთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

მის: თავისუფლების მოედანი, სასტუმრო ,,ფონოგრაფი“, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს