უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტებში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებმა, რომლებიც წარმოადგენენ დიდ საექსპორტო ტერმინალებს, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დატვირთვები 25 მარტს, უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმის შემდეგ, შეაჩერეს
არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად კვამლი ფინეთიდან ჩანდა.