Reuters - უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტებში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა

Reuters - უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტებში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა

უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტებში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებმა, რომლებიც წარმოადგენენ დიდ საექსპორტო ტერმინალებს, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დატვირთვები 25 მარტს, უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმის შემდეგ, შეაჩერეს

არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად კვამლი ფინეთიდან ჩანდა.