მღვდელი გიორგი ბაზერაშვილი - ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება ჯეროვანი და სასურველი პატივი მიაგოს მის უწმინდესობას - მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება

ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება ჯეროვანი და სასურველი პატივი მიაგოს მის უწმინდესობას - მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება, - ამის შესახებ სიონის საპატრიარქო ტაძართან ჟურნალისტებს მღვდელმა, გიორგი ბაზერაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეების აქ მოსვლა პატრიარქის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა.

„ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება ჯეროვანი და სასურველი პატივი მიაგოს მის უწმინდესობას. ეს, რა თქმა უნდა, მათი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა. თითოეულ ადამიანს ეკლესია აძლევს ამის საშუალებას დილის 8:00-საათიდან 10:00-საათამდე რომ მოვიდეს.[მოქალაქეთა] ნაკადი არ წყდება. დაკრძალვამდე ვიხილეთ ხალხის ნაკადი და დღესაც ვხედავთ. მადლობა უფალს, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საშუალება, მის უწმინდესობას პატივი მივაგოთ. სასულიერო პირები განუწყვეტლივ ვიხდით მოსახსენიებელ პანაშვიდს მისი სულისთვის, მისი სულის მოსახსენებლად და ღმერთმა აცხონოს მისი უწმინდესობის უკვდავი სული. ყველა მოქალაქე დალოცოს უფალმა ამ პატივისცემისთვის“, - განაცხადა მღვდელმა გიორგი ბაზერაშვილმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო.

ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს