მარიამ ქვრივიშვილმა აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პერსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები, აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობებსა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე.

„ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ინტერესსა და ოპტიმისტურ მოლოდინზე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას. აქცენტი გაკეთდა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელთა ექსპლუატაციაში სრულფასოვანი შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მონაწილის, კონკურენტუნარიანობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკულ მხარეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები და მიმდინარე პროგრესი გააცნო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უშუალოდ იმყოფებოდა პორტის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ადგილზე გაეცნო პროექტის განვითარებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს