მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პერსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები, აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობებსა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე.

„ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ინტერესსა და ოპტიმისტურ მოლოდინზე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას. აქცენტი გაკეთდა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელთა ექსპლუატაციაში სრულფასოვანი შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მონაწილის, კონკურენტუნარიანობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკულ მხარეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები და მიმდინარე პროგრესი გააცნო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უშუალოდ იმყოფებოდა პორტის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ადგილზე გაეცნო პროექტის განვითარებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე