ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანის გულში ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა განახორციელეს, რომლის სამიზნეც სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო.
მანამდე, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები „მტრულ სამიზნეებს უპირისპირდებოდა“.
ამასთან, აფეთქებების ხმები ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც. .ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ ნაწილს დაარტყა. გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლი, რომელიც ამ ტერიტორიიდან ამოდიოდა.
Reuters-ის ცნობით, ისრაელის სამიზნე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე შენობა იყო.