საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის სამომავლო მისიის სააკითხი 35 ქვეყანასთან განიხილეს

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფაბიენ მანდონმა დაახლოებით 35 ქვეყანასთან მოლაპარაკებები გამართა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასრულებისთანავე ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მისიის საკითხი განიხილა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უწყების განცხადებაში არ არის დასახელებული ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებმაც ფაბიენ მანდონთან ვიდეოკონფერენციის დროს მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა აღნიშნულია, რომ ისინი ყველა კონტინენტიდან იყვნენ.

წყაროების ცნობით, ეს იყო საწყისი განხილვები იმის გასარკვევად, თუ როგორ აღიქვამენ ქვეყნები კრიზისს და ასევე იდეებისა და უკუკავშირის მისაღებად იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მისია.

„ეს ინიციატივა, რომელიც რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისგან დამოუკიდებელია, მკაცრად თავდაცვითი ხასიათისაა. მისი მიზანია ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების აღდგენის ორგანიზება საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა ადმირალმა ნიკოლა ვოჟურმა განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა 12 კოლეგასთან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ინდოეთიდან და იაპონიიდან.

„ვცვლით მოსაზრებებს ნავიგაციის თავისუფლებასთან და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან ზღვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიაა ჩვენი გლობალური ეკონომიკისა და რეგიონული სტაბილურობისთვის“, - დაწერა მან X-ზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს