ირაკლი კობახიძე - გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები - 2021-2025 წლებში საქართველომ რეალური მშპ-ს საშუალოდ 9.3%-იანი ზრდა აჩვენა

საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას, სადაც საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთ-ნახევარჯერ გადააჭარბა. ეს საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერ ნდობაზე მეტყველებს, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა და რითაც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით, 2021-2025 წლებში საქართველომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3%-იანი ზრდა აჩვენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას, სადაც საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთ-ნახევარჯერ გადააჭარბა.

„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და „ქართუ” ბანკის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

წლების განმავლობაში, საერთაშორისო საბანკო კონფერენციამ თავი დაიმკვიდრა, როგორც საბანკო სექტორის ძირითადმა პლატფორმამ ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, როგორც საქართველოს საბანკო სექტორის, ასევე უფრო ფართო რეგიონული ფინანსური ლანდშაფტის წარმოსაჩენად.

ეს დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და პერიოდულად გამოვლენილ რისკებსა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებაში.

გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა და რითაც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით. 2021-2025 წლებში საქართველომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3%-იანი ზრდა აჩვენა.

საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას, სადაც საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთ-ნახევარჯერ გადააჭარბა. ეს საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერ ნდობაზე მეტყველებს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს