სენატორი ჯიმ რიში - „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, აშშ-მა ურთიერთობებისადმი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება“ კურსს არ შეცვლის, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობას არ უნდა ველოდოთ“.

ამის შესახებ მან Independence Avenue Meida-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, შეერთებულმა შტატებმა, ურთიერთობებისადმი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმები, ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის ცუდი ნიშნებია. იმედი მაქვს [საქართველოს მთავრობა] ამ კურსს შეცვლის“, - განაცხადა რიშმა.

მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ორპარტიული და ორპალატიანი „მეგობარი აქტის“ მისაღებად ძალისხმევას აგრძელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს