კირ სტარმერი - რასაც არ უნდა ეუბნებოდეს პუტინი საკუთარ თავს ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ იმარჯვებს - ისინი ვერ გაიმარჯვებენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარტნიორებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებით.

ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტარმერმა ჰელსინკიში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

მისი თქმით, ევროპელებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა უნდა გააგრძელონ და ხელი უნდა შეუწყონ შეიცვალოს ნარატივი, თითქოსდა რუსეთის გამარჯვება გარდაუვლია.

„რეალობა ადგილზე ისაა, რომ უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს საშინელ ფასს აკისრებენ. ამიტომ, რასაც არ უნდა ეუბნებოდეს პუტინი საკუთარ თავს ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ და უნდა შეწყვიტონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა“, - აღნიშნა სტარმერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს