ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის საზღვაო იარაღის წარმოების მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში დაბომბეს „ყველაზე ცენტრალური ობიექტი“, რომელიც სამხედრო-საზღვაო რაკეტებისა და ნაღმების წარმოებისთვის იყო განკუთვნილი, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი განცხადებით, იაზდში მდებარე ობიექტს ირანი მოწინავე რაკეტების დასაგეგმად, შესამუშავებლად, ასაწყობად და შესანახად იყენებდა.

„ეს არის ადგილი, სადაც ირანის საზღვაო ძალები რაკეტებისა და საზღვაო ნაღმების უმეტესობას ამუშავებენ “, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათი განმარტებით, დარტყმა, რომელიც სამხედრო დაზვერვის დირექტორატისა და საზღვაო დაზვერვის სამმართველოს მიერ მიწოდებული სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე განხორციელდა, მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს საზღვაო ძალების წარმოების შესაძლებლობებისთვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს