საქართველოსა და რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით, ქალაქ ბუქარესტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის დასასრულს საქართველოსა და რუმინეთის ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მხარეები პროფესიული სტანდარტების გაზიარებისა და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ.

„ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა რუმინელი კოლეგების წინაშე საჯარო მოხსენება წარადგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ, სადაც ისაუბრა ასოციაციის მმართველობითი სტრუქტურის, წევრთა პროფესიული განვითარების და ეთიკური სტანდარტების უზრუნველყოფის საკითხებზე.

თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ინსტიტუციური გაძლიერების თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს