წყალტუბოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ინტოქსიკაციით გარდაიცვალნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.