გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა 2025-2026 სასწავლო წელს სამედიცინო განათლების წამყვანი ევროპული ასოციაციების: „ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია“ (AMEE); „ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია“ (AMSE); „სამედიცინო მეცნიერებების მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია“ (IAMSE); „ევროპის სიმულაციის საზოგადოება“ (SESAM); წევრი გახდა და წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას პრესტიჟულ დარგობრივ საერთაშორისო ინსტიტუციებთან. ამის შესახებ ინფორმაციას რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპული სამედიცინო განათლების წამყვანი საერთაშორისო ასოციაციების წევრობით, უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა აკადემიური პერსონალისათვის ქმნის პროფესიული ზრდის ახალ პლატფორმებს, აძლიერებს სტუდენტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა შემდგომი საერთაშორისო ინსტიტუციური პარტნიორობისათვის.
რობაქიძის უნივერსიტეტი გრუნის მედიცინის სკოლას ამ საერთაშორისო წარმატებას ულოცავს.