ბოლო 6 თვის განმავლობაში, 2025 წლის სექტემბერსა და 2026 წლის იანვარში, უძრავი ქონების ქართულმა საინვესტიციო კომპანიამ შეიძინა ორი სავაჭრო მოლი თბილისში. ორივე ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 102 მილიონი ლარი (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.
ორივე ტრანზაქციის ფარგლებში, კომპანიების ფინანსური და საგადასახადო დიუ დილიჯენსი სრულად განხორციელდა კომპანია „ენთები“-ს მიერ.
მსგავსი მასშტაბის გარიგებებში დიუ დილიჯენსი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, რომლის მიზანია ინვესტორისთვის ბიზნესის რეალური ფინანსური მდგომარეობის, მომგებიანობის, დავალიანებების, სამუშაო კაპიტალის საჭიროების და საგადასახადო რისკების სრულყოფილი შეფასება.
„ენთების“ მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა
ტრანზაქციის ფარგლებში „ენთებმა“ განახორციელა სრულმასშტაბიანი ფინანსური და საგადასახადო დიუ დილიჯენსი, რომელიც მოიცავდა შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
ფინანსური დიუ დილიჯენსი
- ბოლო 3 წლის ფინანსური ანგარიშგებების, მენეჯმენტის ანგარიშების, ბიუჯეტებისა და ოპერაციული მონაცემების დეტალური ანალიზი
- შემოსავლებისა და მოგების ხარისხის ანალიზი და EBITDA-ს ნორმალიზაცია, მათ შორის ერთჯერადი და არასაოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევება და მარჟების ანალიზი
- შემოსავლების აღიარების ტესტირება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS 15) პრინციპების შესაბამისად
- წმინდა ფინანსური დავალიანების გაანგარიშება
- ფულადი სახსრების, სესხების, იჯარებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების ანალიზი
- ნორმალიზებული სამუშაო კაპიტალის გაანგარიშება და სამუშაო კაპიტალის ციკლის ანალიზი
- ბალანსის მუხლების შემოწმება, მათ შორის დებიტორული დავალიანებების ამოღებადობა, მარაგები, რეზერვები და ბუღალტრული შეფასებები
- ბალანსგარეშე და პირობითი ვალდებულებების იდენტიფიცირება
- ფულადი ნაკადების გენერირების უნარის, კაპიტალური დანახარჯების საჭიროებების და ბიზნესის ოპერაციული მდგრადობის ანალიზი
საგადასახადო დიუ დილიჯენსი
- მოგების გადასახადის, დღგ-ს და ხელფასთან დაკავშირებული გადასახადების შესაბამისობის ანალიზი
- არაპირდაპირი მოგების განაწილების რისკების შეფასება
- საგადასახადო რისკების და ვალდებულებების იდენტიფიცირება და რაოდენობრივი შეფასება
- ტრანზაქციის საგადასახადო ეფექტების შეფასება
ოპერაციული საკითხების მიმოხილვა
- კომპანიის კორპორაციული სტრუქტურის, კაპიტალის, აქციონერებისა და შესაბამისობის ანალიზი
- ძირითადი ხელშეკრულებების (კლიენტები, მომწოდებლები, ბანკები, იჯარები) განხილვა, მათ შორის კონტროლის ცვლილების პირობები
- მენეჯმენტთან ინტერვიუები და ბიზნეს მოდელის შეფასება
- მომხმარებლების კონცენტრაციისა და ძირითადი რისკების ანალიზი
ტრანზაქციის მხარდაჭერა
დიუ დილიჯენსის პროცესში:
- მომზადდა ძირითადი რისკების ანგარიში, სადაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი რისკები და ტრანზაქციაზე გავლენის მქონე საკითხები
- მომზადდა ფინანსური დიუ დილიჯენსისა და საგადასახადო დიუ დილიჯენსის საბოლოო ანგარიშები
- დიუ დილიჯენსის შედეგები გამოყენებულ იქნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფასის კორექტირების მექანიზმების განსაზღვრისთვის, მათ შორის:
- EBITDA-ს კორექტირებები
- წმინდა სასესხო ვალდებულების (Net Debt-ის) განსაზღვრა
- სამუშაო კაპიტალის ანალიზი
- განცხადებები და გარანტიები
დიუ დილიჯენსის მნიშვნელობა ინვესტორებისთვის
მსხვილ ტრანზაქციებში ფინანსური დიუ დილიჯენსის მთავარი მიზანია ინვესტორმა ზუსტად იცოდეს:
- რა არის კომპანიის ნორმალიზებული EBITDA
- რა მოცულობის ვალი აქვს კომპანიას (წმინდა სასესხო ვალდებულება)
- რა სამუშაო კაპიტალი სჭირდება ბიზნესის ოპერირებას
- არსებობს თუ არა საგადასახადო რისკები ან ფარული ვალდებულებები
- რამდენად მდგრადია კომპანიის ფულადი ნაკადები
სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს საბოლოო შესყიდვის ფასს და ტრანზაქციის სტრუქტურას.
„ენთების“ როლი ტრანზაქციებში
აღნიშნულ ტრანზაქციებში „ენთები“ მოქმედებდა როგორც ინვესტორის ფინანსური და საგადასახადო მრჩეველი და სრულად იყო პასუხისმგებელი დიუ დილიჯენსის პროცესის დაგეგმვაზე, ინფორმაციის მოთხოვნაზე, მონაცემთა ანალიზზე, რისკების იდენტიფიცირებაზე და საბოლოო ანგარიშების მომზადებაზე.
მსგავსი მასშტაბის პროექტებში „ენთები“-ს მონაწილეობა ადასტურებს კომპანიის გამოცდილებას ფინანსური დიუ დილიჯენსის, საგადასახადო დიუ დილიჯენსის და შერწყმისა და შეძენის ტრანზაქციების ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით.
„ენთები“-ს შესახებ
„ენთები“ ბაზრის ლიდერი ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 700-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. „ენთები“ 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და 2023 წელს იგი გახდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს-დაჯილდოების გამარჯვებული ნომინაციაში “გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის”.
სხვა სერვისებთან ერთად „ენთები“ ასევე ახორციელებს:
- ფინანსურ დიუ დილიჯენსს
- საგადასახადო დიუ დილიჯენსს
- შემოსავლებისა და მოგების ხარისხის ანალიზს (EBITDA-ს ნორმალიზაციას)
- წმინდა სასესხო ვალდებულებისა და სამუშაო კაპიტალის ანალიზს
- ტრანზაქციების საკონსულტაციო მომსახურებას
- ფინანსურ მოდელირებას
- ტრანზაქციის საგადასახადო სტრუქტურირებას
კომპანია ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს და მონაწილეობს შერწყმისა და შეძენის ტრანზაქციებში ფინანსური და საგადასახადო მრჩევლის როლში.
(R)