„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელი - საწვავის ფასის ზრდა პროდუქტის ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს - თუ ფასის მატებას განგრძობადი სახე ექნება, ეტაპობრივად მოხდება სურსათზე ფასის ცვლილება

„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, რა შემთხვევაში გამოიწვეს საწვავის ფასის ზრდა პროდუქტის გაძვირებას.

როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე, საწვავის ფასის ზრდა პროდუქტის ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს და თუ ფასის მატებას განგრძობადი სახე ექნება, „ეტაპობრივად მოხდება სურსათზე ფასის ცვლილებების ასახვა ზრდის კუთხით“.

რაც შეეხება სადისტრიბუციო კომპანიების პოზიციას, როგორც ლაშა რიჟამაძე განმარტავს, კომპანიებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ფასების არსებითად მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება. ყველას აქვს იმედი, რომ ეს პროცესი არ იქნება განგრძობადი და საბოლოოდ, საწვავზე ისეთი ფასი დამყარდება, რაზეც ყველა ბიზნეს სუბიექტი გადაეწყობა.

„ზოგადად, საწვავის ფასი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თითოეული პროდუქციის საერთო ფასის ფორმირებაში. ერთ-ერთი პრობლემაა საერთაშორისო გადაზიდვის ფასის ცვლილება და მათ შორის საერთაშორისო მომწოდებლის მიერ ფასის კორექტირება, რომლის წარმოების პროცესზე ასევე ზეგავლენას ახდენს საწვავის ფასის ცვლილება.

ეს ჯაჭვურად იწვევს ფასის ცვლილების აუცილებლობას და შემდეგ უკვე გაზრდილი ფასით თაროზე მოხვედრას.

ამ ეტაპზე, ამ ფაქტორიდან გამომდინარე, რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვაქვს, მაგრამ განგრძობად პერიოდში, თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, გარკვეული ცვლილებები იქნება და ეტაპობრივად მოხდება სურსათზე ფასის ცვლილებების ასახვა ზრდის კუთხით.

ამ ეტაპზე, არ გვაქვს იმ მოცემულობა, რომ მოხდეს პროდუქტზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება ზრდის კუთხით. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ცვლილება იქნება.

საერთაშორისო მომწოდებლის მიერ ფასის გაძვირება, საერთაშორისო გადაზიდვა, ბევრი ფაქტორია...გარკვეული ცვლილებები დაწყებულია, მაგრამ არ არის ისეთი მკვეთრი, რომ მომხმარებლისთვის, კომპანიისთვის მძიმე ტვირთი იყოს და არსებითად ასახოს ფასში.

ნებისმიერი ფასის ცვლილება ნეგატიურად მოქმედებს გაყიდვებზე. მაქსიმალურად ცდილობენ კომპანიები, რომ ფასის ცვლილება არ იყოს ხშირი და მაქსიმალურად მხოლოდ აკომპენსირებდეს იმ დანახარჯს, რაც ეზრდებათ. ფასისი ცვლილების ასახვა მარტივად არ ხდება, „რითეილთან“ ურთიერთობა ცალკე პროცესია.

კომპანიებს არ აქვს მოლოდინი, რომ ფასების არსებითად მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება. ყველას აქვს იმედი, რომ ეს პროცესი არ იქნება განგრძობადი. საბოლოოდ, საწვავზე ისეთი ფასი დამყარდება, რაზეც გადაეწყობა ყველა ბიზნეს სუბიექტი.

ამ ეტაპზე, კომპანიებს შეუძლიათ გაუძლონ ამ დროებით ფაქტორს, საერთაშორისო მომწოდებელმა თუ ასე შემდეგ, არ ასახონ პროდუქციის ღირებულებაზე. იმის ფონზე, თუ საერთაშორისო მომწოდებელმა ფასი გაგვიძვირა, რა თქმა უნდა, ცვლილება იქნება“,- აღნიშნავს ლაშა რიჟამაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდეც კი გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს