ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა.

სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

“აშშ-ის როლი სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინის წინადადებები რეალისტური და განხორციელებადია. რუსეთზე ზეწოლა არის გასაღები იმისთვის, რომ მოსკოვს ომის დასრულება ვაიძულოთ. ასევე ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. უკრაინის პოზიციაა, რომ მოსკოვისა და თეირანის რეჟიმები ერთად მუშაობენ ომის გახანგრძლივებისთვის და ორივე მათგანზე კონსოლიდირებულო ზეწოლა უნდა განხორციელდეს”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს