დიმიტრი მედვედევი - ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ომი ჯერ კიდევ წინ არის - ეს თეთრი სახლის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის ფასია

ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ომი ჯერ კიდევ წინ არის და რეგიონი, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში არასტაბილურობის კერად იქცეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ომი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ წინ არის. შემდეგ კი თავად ახლო აღმოსავლეთი გახდება არასტაბილურობის გრძელვადიანი წყარო, კერა, რაც, შეიძლება, საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება უახლოეს მომავალში შეუძლებელია.

„ნებისმიერ კონფლიქტთან დაკავშირებით ყველა ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანი გზით მოგვარდება. ვფიქრობ, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ეს უახლოეს მომავალში შეუძლებელია. რადგან ჩართული ძალები უკიდურესად ანტაგონისტურ მდგომარეობაში არიან: მათ ერთმანეთს სძულთ“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, აშშ-ის ქმედებები ირანში სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამის საფასურის გადახდა მოუწევს.

„ვფიქრობ, ეს თეთრი სახლის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის, სტრატეგიული შეცდომის ფასია. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ამ შეცდომის საფასურს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გადაიხდის - დიდი ალბათობით, არა „რესპუბლიკელების“, არამედ „დემოკრატების“, - განაცხადა მედვედევმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს