GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი და OPTIO AI ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრს და კომპანია "ოპტიოს" შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის მიხედვით, პარტნიორობა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას და ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას ისახავს მიზნად. შეთანხმება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.

„თანამშრომლობის ფარგლებში, GIPA და "ოპტიო" შეიმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის თემატიკის სასწავლო მოდულებს, რომელიც არსებულ სასერტიფიკატო პროგრამებში იქნება ინტეგრირებული. ეს მონაწილეებს აქტუალური და პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

"ოპტიოს" აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გიორგობიანის განცხადებით, ეს მემორანდუმი საქართველოში თანამედროვე განათლების განვითარებისა და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის კომპონენტის გაძლიერება ხელს შეუწყობს ახალი თაობის პროფესიონალების მომზადებას, რომლებიც მზად იქნებიან ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებისათვის, - აღნიშნა შოთა გიორგობიანმა.

GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული კოლაბორაცია აკადემიისა და ბიზნესის სინერგიული პროექტია და ითვალისწინებს განათლებისა და პრაქტიკის სინთეზს, რაც პროგრამების ხარისხსა და ეფექტიანობაზე პირდაპირ აისახება. პარტნიორობა, ასევე, ითვალისწინებს ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი ტრენინგებისა და ვორქშოფების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე პარტნიორი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას.

GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს კერძო სექტორთან მსგავს კოლაბორაციას და საზოგადოებას მოთხოვნების შესაბამის ხარისხიან პროდუქტს შესთავაზებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს