დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები სავარაუდოდ, პოლიტიკურადაა მოტივირებული.
მათივე ცნობით, მოსამართლემ, პროკურატურის მოთხოვნით, ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის ოფიციალური დოკუმენტი საქმეს არ დაურთო.