მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ ედვარდ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს.

„აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებს, რაც ბრიტანული ბიზნესის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ გამოცხადებული ნდობის მანიშნებელია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს კიდევ უფრო განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქვეყანა აგრძელებს ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გზით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დადებით დინამიკას. აღინიშნა, რომ British Airways-ისა და EasyJet-ის მიერ ოპერირების დაწყებამ მოკლე დროში ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის სწრაფი ზრდა გამოიწვია.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მოქმედი სანქციების აღსრულების მექანიზმებზეც. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პორტებში ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელსაც საქართველო ზედმიწევნით ასრულებს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს