მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ.

„ამ ყველაფრის დასრულებისა და ჩვენი მიზნების მიღწევისთანავე, ერთ-ერთი დაუყოვნებელი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, არის ირანი, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სურს ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის შექმნა. ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მიუღებელია, საშიშია მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს გეგმა ამის დასაძლევად“, - განაცხადა რუბიომ საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, აშშ ომისშემდგომ ძალისხმევაში ჩაერთვება, მაგრამ ევროპისა და აზიის ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ სასწორზე და დიდი წვლილი უნდა შეიტანონ.

რუბიოს მტკიცებით, მოკავშირეებმა მისი გზავნილი გულთან მიიტანეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს