აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ელის, რომ ირანში მისი ოპერაცია „კვირებში და არა თვეებში“ დასრულდება.
რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია ირანისგან პასუხი 15-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის წარუდგინა.
„ჯერ არ მიგვიღია. გვაქვს შეტყობინებები. გვქონდა შეტყობინებების და მინიშნებების გაცვლა ირანული სისტემის მხრიდან გარკვეულ საკითხებზე საუბრის მზაობის შესახებ“, - აღნიშნა რუბიომ საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ.
ამასთან, მისი თქმით, პასუხი, შეიძლება, ნებისმიერ მომენტში მიიღონ.
„ვის ვესაუბრებით? რის შესახებ ვისაუბრებთ და როდის? პასუხები შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოვიდეს“, - განაცხადა რუბიომ და შესაძლო ვარიანტად დღევანდელი ან ხვალინდელი დღე დაასახელა.