დეკანოზი ანდრია - როცა პატრიარქმა გადაწყვიტა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი საზოგადოებაში გარკვეულ შფოთს შეიძლება ქმნიდეს

დღეს ყველა მღვდელმთავარი არის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე, რა დროსაც ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა, ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ის არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. ყველაფერი დანარჩენი საბოლოო ჯამში ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მისი წევრის ნების მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზის თქმით, პატრიარქმა ვიწრო წრეში განმარტა, რომ მოსაყდრის საჯაროდ დასახელება მიზნად ისახავდა გაურკვევლობების მოხსნას და საზოგადოებაში გავრცელებული სპეკულაციების შეწყვეტას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც იყო აქტიური და ქმედითუნარიანი, 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე. დასახელების გარემოებები ზუსტად მახსოვს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო დიდი ვნებათაღელვა და ბოლო პერიოდში საკითხი ეხებოდა სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ.

როდესაც პატრიარქმა გადაწყვიტა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი საზოგადოებაში გარკვეულ შფოთს შეიძლება ქმნიდეს და მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას.

ამიტომ 2017 წლის 23 ნოემბრიდან, როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, თითქმის 8 წელზე მეტი გავიდა და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, მოსაყდრის ინსტიტუტი უკვე წლებია ფუნქციონირებს და მეუფე შიო ამ პერიოდში ზედმიწევნით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს საპატრიარქოში.

„დღეს ყველა მღვდელმთავარი არის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე, რა დროსაც ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა, ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ის არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. ყველაფერი დანარჩენი საბოლოო ჯამში არის იმ პროცედურით გადასაწყვეტი, რომელიც მართვა-გამგეობის დებულებაშია გაწერილი, საბოლოო ჯამში ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მისი წევრის ნების მიხედვით“,- აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს