„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„განვიხილეთ ირანსა და რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გავუსვით რეგიონულ პარტნიორებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კონფლიქტის ზემოქმედების მინიმიზაციის მნიშვნელობას და ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას. მოვითხოვთ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა საფრანგეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
მათივე განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღების, ასევე დიპლომატიური ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმების გამართლება არ შეიძლება.
„ყურადღება გავამახვილეთ მრავალფეროვანი პარტნიორობის, კოორდინაციისა და მხარდაჭერის ინიციატივების ღირებულებაზე, მათ შორის გლობალური ეკონომიკური შოკების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ეკონომიკური, ენერგეტიკული, სასუქებისა და კომერციული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს მოქალაქეებზე. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და უფასო ნაოსნობის თავისუფლების სამუდამოდ აღდგენის აბსოლუტურ აუცილებლობა, რაც შეესაბამება გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2817 რეზოლუციას და ზღვის კანონს“, - აღნიშნულია განცხადებაში.