აბას არაღჩი - ისრაელმა ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანას, ელექტროსადგურს და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს შეუტია - ამ დანაშაულებისთვის მძიმე ფასს დავაკისრებთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.

„ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანას, ელექტროსადგურს და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს შეუტია. ისრაელი აცხადებს, რომ აშშ-სთან კოორდინირებულად მოქმედებდა. თავდასხმა ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს დააკისრებს“, - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში.

ამასთან, "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" გააფრთხილა რეგიონში არსებული იმ სამრეწველო ობიექტების თანამშრომლები, რომლებსაც ამერიკელი აქციონერები ჰყავთ, ასევე ისრაელის მოკავშირე მძიმე მრეწველობის თანამშრომლები, დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები, რადგან საპასუხო თავდასხმების განხორციელებას გეგმავენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი