ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზას დაარტყა, რის შედეგად, სულ მცირე, 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანმა საუდის არაბეთში პრინც სულთანის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
ირანის იერიშის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაშავდა.
ასევე, დარტყმის შედეგად ორი ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა.
ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში 300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა და 13 დაიღუპა.