რუსებმა ოდესას დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული ღამის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესაზე შეტევა ორჯერ განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
სერგეი ლისაკის ცნობით, რუსეთის იერიშების შედეგად ქალაქში სამშობიარო სახლი დაზიანდა.
ასევე, რუსული ძალების დარტყმების შედეგად საცხოვრებელი შენობების ნაწილს ხანძარი გაუჩნდა.