იემენელი „ჰუსიტები“ - ისრაელის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ჩვენი პირველი სარაკეტო ოპერაცია განვახორციელეთ

ისრაელის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ჩვენი პირველი სარაკეტო ოპერაცია განვახორციელეთ, - ამის შესახებ განცხადებას იემენელი „ჰუსიტები“ ავრცელებენ.

იემენელმა „ჰუსიტებმა“ დაადასტურეს, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ ისრაელის წინააღმდეგ პირველი სარაკეტო იერიში განახორციელეს და ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის მიმართულებით გაუშვეს.

„ჩვენ წინააღმდეგობას გავაგრძელებთ, ვიდრე აგრესია ყველა ფრონტზე არ შეწყდება“, - ნათქვამია „ჰუსიტების“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ დღეს დილით „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ისრაელის თავდაცვის სისტემამ წარმატებით ჩამოაგდო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი