სიონის საპატრიარქო ტაძარში ხვალ, წირვა აღესრულება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, წირვას მეუფე შიო აღავლენს.
„ამა წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.
წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი”,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.