ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.

„ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების მდგომარეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანის სარაკეტო დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რაც გლობალურ ნავთობის ბაზარზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის უზრუნველყოფა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა. ამ სფეროში უკრაინას გამოცდილება აქვს. შევთანხმდით, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ვითანამშრომლებთ. დეტალებს ჩვენი გუნდები შეაჯერებენ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინელ სამხედრო ექსპერტთა გუნდს შეხვდა.

„ჩვენი საერთო მიზანი პარტნიორებთან ერთად მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მკაფიო გაგება არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება უკრაინის გამოცდილების გამოყენებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი