„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, აშშ-ის სამხედრო გემს დაარტყეს.
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა, რომ ამერიკულ გემს ომანის სალალას პორტთან ახლოს დაარტყეს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დარტყმის სამიზნე ომანის სალალას პორტთან აშშ-ის აგრესიული არმიის მხარდამჭერი ლოგისტიკური გემი გახდა“, - აღნიშნა ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა.
ამასთან, ომანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სალალას პორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.