პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, შეჰბაზ შარიფმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ომის დასრულების ძალისხმევის საკითხი განიხილეს.
სატელეფონო საუბრისას მასუდ ფეზეშქიანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებისთვის ნდობაა საჭირო.
ასევე, შარიფმა ფეზეშქიანს პაკისტანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური კონტაქტების შესახებ აცნობა.