The Guardian - ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საცავს დაარტყეს - უკრაინა ირანის განცხადებას უარყოფს

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საცავს დაარტყეს - უკრაინა ირანის განცხადებას უარყოფს, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„დუბაიში ამერიკელი მეთაურებისა და ჯარისკაცების სამალავი დაიბომბა. ასევე, ამერიკელი სამხედროების მხარდასაჭერად არსებული უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საცავიც განადგურდა“, - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სიცრუე“ და „დეზინფორმაცია“ უწოდა.

„ეს სიცრუეა და ამ ინფორმაციას ოფიციალურად უარვყოფთ. ირანის რეჟიმი ხშირად მიმართავს მსგავს დეზინფორმაციულ ოპერაციებს და ამით რუსებისგან არაფრით განსხვავდება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი