საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მიგრანტებით სავსე ნავმა, რომელიც ლიბიიდან გამოვიდა, ზღვაში ექვსი დღე გაატარა.
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ინფორმაციით, კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
„მგზავრებმა ზღვაში ექვსი დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს“, - აცხადებს Frontex-ი.
გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა ცხედრები მგზავრობის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს.
გადარჩენილებს შორის ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანისა და ჩადის მოქალაქეები არიან.