კათოლიკური, სომეხთა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ბზობას ზეიმობენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო ყველა ქრისტიანს დღესასწაულს ულოცავს და მათ სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს.
„საქართველოს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ბზობას, ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულს, იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ქრისტიანს დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.