აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, თავდაცვის დეპარტამენტი ირანში მრავალკვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება, ვინაიდან, ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი და საზღვაო ქვეითი ჩადიან ახლო აღმოსავლეთში ომის შესაძლო ახალ სახიფათო ფაზაში მონაწილეობისთვის, თუ ტრამპი გადაწყვეტს კონფლიქტის ესკალაციას.
წყაროების თქმით, ნებისმიერი შესაძლო სახმელეთო ოპერაცია სრულმასშტაბიანი შეჭრა არ იქნება, არამედ მოიცავს რეიდებს, რომლებსაც სპეციალური ოპერაციების ძალები და ჩვეულებრივი ქვეითები ერთობლივად განახორციელებენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მერყეობს ომის დასრულების შესახებ განცხადებებსა და მისი გაფართოების მუქარებს შორის.