ირანის პარლამენტის სპიკერი - მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, მაგრამ საიდუმლოდ სახმელეთო თავდასხმას გეგმავს - ჩვენი ძალები ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების ხმელეთით შემოსვლას

მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, მაგრამ საიდუმლოდ სახმელეთო თავდასხმას გეგმავს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა.

მის განცხადებას საერთაშორისო მედია ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღალიბაფის თქმით, “მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, მაგრამ საიდუმლოდ სახმელეთო თავდასხმას გეგმავს” და ამატებს, რომ აშშ-ს “15-პუნქტიანი სია აქვს, რომელშიც თავის სურვილებს ასახავს და მიისწრაფის იმისკენ, რასაც ომში ვერ მიაღწია”.

ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები “ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების ხმელეთით შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან”.

ირანის დანებებაზე საუბრისას, ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის მესიჯი “ცხადია” და ის “დამცირებას” ვერ მიიღებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი