არც [სუს-ის] ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს. ვინც გვისმენს, იმასაც მოვკიდებ ხელს, გვარებიც ვიცით, ყველაფერი
ვიცით - ფაილებში, შესაძლოა 95% სიმართლე თქვან და სისულელეებიც ბრძანონ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ მძიმედ გავდივართ ამ პერიოდს.
„სინოდის თითოეულ წევრს ვეუბნები: ჩვენში არ შეიძლება დაძაბულობა, ტელევიზიებში ათას სისულელეს ვუყურეთ. არც [სუს-ის] ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს. ვინც გვისმენს, იმასაც მოვკიდებ ხელს, გვარებიც ვიცით, ყველაფერი ვიცით. ერთმა თავიც მოიკლა, ხომ ხედავთ. ფაილებში, შესაძლოა 95% სიმართლე თქვან და სისულელეებიც ბრძანონ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები. ღმერთი გვიყვარს და წესიერად მოიქცეს ყველა. ჩვენი სახელმწიფოს საგარეო [მიმართულებაზე ვსაუბრობ].... ვისაც ჩვენთვის სიკეთე არ უნდა, ფრთხილად იყვნენ ჩვენთან. ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენ ერთმანეთიც უნდა გვიყვარდეს და მტერიც, მაგრამ ქრისტეს და ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ გვეყვარება, ეს ყველამ იცოდეს. არაფრის შეგეშინდეთ, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ მძიმედ გავდივართ ამ პერიოდს“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.