მეუფე დიმიტრი - არაუგვიანეს ორი თვისა, მოხდება მომავალი პატრიარქის არჩევა - ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა

არაუგვიანეს ორი თვისა, მოხდება [ახალი პატრიარქის] არჩევა - ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქი იყო ურთიერთობის, ღირსების, სიყვარულისა და თავდადების საზომი.

„მე ვიყავი 16 წლის, როცა მისი უწმინდესობა პატრიარქად აკურთხეს, სვეტიცხოველში გახლდით. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ უწმინდესის გვერდით გაიარა. უმნიშვნელოვანესი და მეტად მძიმეა ის ტკივილი, განცდა, რაც მე და არა მარტო მე, უამრავ ადამიანს დაეუფლა. მივაცილებდით პატრიარქს მარადიულ ძვალთშესალაგში, სიონის საკათედრო ტაძარში, ვხედავდი ატირებულ, მგლოვიარე ადამიანებს და საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, გრძნობა იმისა, რომ ის ვისაც განიცდი, ვისაც მთელი ცხოვრება თვლიდი, რომ შენი ოჯახის ნაწილია, მარტო შენი არ ყოფილა, ის არის უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც და ეს იყო უდიდესი სიხარულნარევი გლოვა. პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა.

არაუგვიანეს ორი თვისა, მოხდება [ახალი პატრიარქის] არჩევა. გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და შემდეგ, წმინდა სინოდი დაადგენს ამ ძირძველ, ღვთივკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი