ანდრეი სიბიგა უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღზე - რუბიოს დონეზე იყო ნათქვამი: არაფერი არსად არ გადამისამართებულა

აშშ-მა პირობა მოგვცა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სიბიგას თქმით, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 27 მარტს საფრანგეთში გაიმართა, ამერიკულმა მხარემ პირობა დადო, რომ PURL პროგრამით უკრაინისთვის შეძენილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას არ გეგმავს.

„სახელმწიფო მდივან რუბიოს დონეზე იყო ნათქვამი - არაფერი არსად არ გადამისამართებულა ამ პროგრამიდან სხვა გეოგრაფიულ კუთხეებში და იმ ფონდებიდან, იმ აღჭურვილობიდან, რომელიც უკრაინისთვისაა განკუთვნილი. ამ მომენტისთვის არ არის გეგმები გადამისამართებაზე,“ - განაცხადა სიბიგამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი