მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც

დიდი მითქმა-მოთქმა არის, მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას, - ამის შესახებ ქადაგებისას ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პატრიარქობა არის „მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა“. მიტროპოლიტმა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა.

„დიდი მითქმა მოთქმა არის, მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ტელევიზიებში ათას რამეს ჰყვებიან, ათას რამ გეგმას დასახავენ. ბევრ კანდიდატს დაასახლებენ, მიჰყვებიან ყველა თითქოს მნიშვნელოვან ამბავს, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდანაც შეგახსენებთ - უფალი გვაფრთხილებს, „მოვა დრო, როცა იტყვიან აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე“. ნუ დაუჯერებთ ნურავის, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება, ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის - უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა, ამიტომ ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას უნდა ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც”, - განაცხადა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

საკვირაო წირვა ალავერდის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დავითმა სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღასრულა, რის შემდეგაც პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი