მეუფე საბა - პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის, ვინ მანქანით, არც შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას - პატრიარქს მაგალითის უნარი უნდა ჰქონდეს, სიბრძნე, განათლება, გამოცდილება, მოთმინება, მორჩილება

პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ანუ თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი, - ამის შესახებ სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს ადამიანები საუბრობენ, ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი და არ იციან, როგორ და რა თვისებებით ხდება პატრიარქის გამორჩევა.

„პატრიარქმა ერთხელ ბრძანა: მე რაც შემეძლო გავაკეთე, აწი, სხვამ გააკეთოს უკეთესიო. ძნელად მოვიპოვებთ დღევანდელ რეალობაში ადამიანს, რომელსაც შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე პატრიარქმა გააკეთა. მისი მოღვაწეობა, მისი საქმიანობა რამდენიმე პატრიარქს ეყოფოდა. ამიტომ, დაადგინა უფალმა ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული სიბრძნით, ნიჭით და თვისებებით შემკული თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე. ამდენი დრო დასჭირდა ეკლესიისგან, სულიერი ცხოვრებისგან და ბევრი სხვა სასიკეთო მდგომარეობიდან განდგომილ ადამიანების ამ მდგომარეობამდე მოსაყვანად. პატრიარქს არაფერი უთხოვია ჩვენთვის ერთი რამის გარდა და ეს ერთი რამ ნათელი უნდა გახდეს თქვენთვისაც და ყველასთვის. დღეს ადამიანები საუბრობენ, ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, როგორი უნდა იყოს ის და ა.შ. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ ხდება, ამ შემთხვევაში, პატრიარქის გამორჩევა, რა თვისებებით, რა ხარისხით და ასე შემდეგ. პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება იმ შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით. არ ხდება კიდევ სხვა იმ სურვილებით და მახასიათებლებით, რომელსაც დღეს ცოტა რაოდენობის ადამიანები ამბობენ, მაგრამ მაინც ამბობენ. ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა - პირველი ის, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. თუ ქრისტიანმა ადამიანმა არ იცის, რომ უფალი მეფობს და უფალი განაგებს ყველაფერს, მითუმეტეს, პატრიარქის არჩევა, მაშინ მათ ამ თემაზე არ უნდა ისაუბრონ. ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ანუ თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი“,- აღნიშნა მეუფე საბამ.

მისივე თქმით, პატრიარქობა ყველას არ შეუძლია.

„ეს არის გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჰქონდეს ყველა ის ხასიათი და ადამიანური თვისება, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოავლინა ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების პირობებში. უპირველეს ყოვლისა, პატრიარქს მაგალითის უნარი უნდა ჰქონდეს, სიბრძნე, განათლება, გამოცდილება, მოთმინება, მორჩილება. პატრიარქმა თავისი 50 წლიანი პატრიარქობის პერიოდში ქართველ ერს ეს ყველაფერი გვითხრა. მას არაერთხელ უსაუბრია თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ, თუ როგორ მიაღწია ამ ყველაფერს. არასდროს მიუწერია თავისი წარმატება თავის თავზე, ყოველთვის აღნიშნავდა: „ეს ყველაფერი უფალმა გააკეთა, უფალმა გამაკეთებინა, უფალმა შემაძლებინა", - აღნიშნა მეუფე საბამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი