უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა.
ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იორდანიის ოფიციალური პირები მას ასაფრენ ბილიკზე ხვდებიან.
„წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის“, - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის ლიდერი რეგიონში უკვე იმყოფებოდა კატარში, საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
მან ხელი მოაწერა შეთანხმებებს საუდის არაბეთთან და კატართან დრონების ექსპერტიზისა და ტექნოლოგიების შესახებ.