დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს და შესაძლოა, ხარგის კუნძულიც დაიკავოს, რომელიც საწვავის მთავარი საექსპორტო ჰაბია.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი საყვარელი რამ ირანში ნავთობის აღებაა, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ადამიანი ამბობს: ‘რატომ აკეთებ ამას?’ თუმცა ისინი უბრალოდ სულელი ადამიანები არიან“, - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი შეიძლება ნიშნავდეს ხარგის კუნძულის აღებას.

„შესაძლოა, დავიკავოთ ხარგის კუნძული, შესაძლოა, არა. ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ [ხარგის კუნძულზე] გარკვეული ხნით უნდა დავრჩეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

კუნძულზე ირანის თავდაცვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა: „არა მგონია, რომ მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ. ჩვენ შეგვიძლია მისი აღება ძალიან მარტივად“.

ამასთან, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანელი „ემისარების“ მეშვეობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, თუმცა, არ დააკონკრეტა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

„დარჩენილია დაახლოებით 3000 სამიზნე - ჩვენ 13000 სამიზნე დავბომბეთ - და კიდევ რამდენიმე ათასი სამიზნე დარჩა, შეთანხმების მიღწევა საკმაოდ სწრაფად შეიძლება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი