ვოლოდიმირ ზელენსკიმ იორდანიის მეფესთან უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრისას უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილა.

„შევხვდი იორდანიის მეფე აბდულა II-ს. განვიხილეთ პოტენციური პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო ვითარება. უკრაინა ღიაა დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ერთიანი სისტემის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი დაცვა. ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს, იძულებულები ვართ თავი დავიცვათ რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმებისგან, მათ შორის ირანული დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმებისგან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვისაც უკრაინა თავის ექსპერტიზას სთაავაზობს, ასევე დაეხმარონ ქვეყანას გაძლიერებაში.

„მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას შეხვედრისთვის და დიალოგისადმი მისი გახსნილობისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი იორდანიაში გუშინ ჩავიდა. მანამდე კი ის საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი