ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ლათინ პატრიარქს იერუსალიმის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარზე სრული წვდომა ექნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის საშუალება ექნება.

ნეთანიაჰუს თქმით, შესაბამის ორგანოებს დაავალა, ლათინ პატრიარქს წმინდა საფლავის ეკლესიაზე „სრული და დაუყოვნებელი წვდომა“ მიენიჭოს, რათა მან წირვა-ლოცვის ჩატარება სურვილისამებრ შეძლოს.

ისრაელის პრემიერმა განმარტა, რომ კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას მისივე უსაფრთხოების გამო სთხოვეს, ეკლესიაში არ შესულიყო. ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა არაერთხელ დაბომბა იერუსალიმის წმინდა ადგილები ბალისტიკური რაკეტებით.

კარდინალისთვის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ გააკრიტიკა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „არა მხოლოდ მორწმუნეების, არამედ ყველა იმ თემის წინააღმდეგ შეურაცხყოფაა, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას აღიარებს“. გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც დაგმო და განაცხადა, რომ იერუსალიმში რელიგიური რიტუალების ჩატარების თავისუფლება ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, იერუსალიმის ლათინი პატრიარქისთვის ბზობის კვირას წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის აკრძალვის შესახებ, რელიგიური თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი